შავ ზღვაზე საუკუნის ქარიშხალი ბობოქრობს. ყირიმში სტიქია სანაპირო ქალაქებს დაატყდა თავს. ქარის სისწრაფე წამში 40 მეტრს აღწევდა. რამდენიმე ელექტროგადამცემი ანძა ჩამოინგრა, რის გამოც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება MIR 24.
სევასტოპოლში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა. სანაპიროები ჩამოირეცხა. ქალაქში 60-ზე მეტი ხე წაიქცა. ერთი მათგანი პირდაპირ სამგზავრო მანქანას დაეცა. დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი და ფასადი. სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. საკისა და ევპატორიას შორის გზა ფართო მდინარედ გადაიქცა. ახლა იქ მანქანების მოძრაობა აკრძალულია. ევპატორიაში სახლები მთელი ქუჩის გასწვრივ დაიტბორა. ხალხი სახურავებზე ავიდა და ფანრებს ანათებდნენ, რათა მაშველებმა შეემჩნიათ ისინი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 140-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. პროგნოზების მიხედვით, ქარიშხალის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.
ადლერში ხე ჩამოვარდა ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ხალხი იყო. სასწაულად არავინ დაშავებულა. შტორმმა სოჭის მახლობლად მატარებლის მოძრაობა შეაჩერა. რკინიგზის ლიანდაგზე რამდენიმე ხე ჩამოვარდა. სტიქიის გამო სოჭის აეროპორტი თვითფრინავებს ვერ ღებულობს.