USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ყაზახეთში ნაზარბაევის ქალიშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორეს
дата:  1239

ნაზარბაევის ქალიშვილი ხელისუფლებას  ჩამოაშორეს - როგორ დაუშვა ეს მამამ? რა კავშირშია ამასთან კორონავირუსის ეპიდემია ყაზახეთში?

ინტერვიუ პოლიტოლოგ არკადი დუბნოვთან

2 მაისს ცნობილი გახდა რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სენატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაანთავისუფლა დარიგა ნაზარბაევა - პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის, „елбасы“-ის, „ერის ლიდერირს“, უფროსი ქალიშვილი. პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი -  მეორე თანამდებობაა ქვეყნის ხელისუფლების იერარქიაში (თუ არ ჩავთვლით „ერის ლიდერს“) . ნაზარბაევამ თანამდებობა 2019 წლის მარტში, თითქმის თოყაევთან ერთად დაიკავა და უკვე მაშინ ბევრი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა მათ შორის გარდაუვალ კონფლიქტს.

გთავაზობთ ინტერვიუს ცენტრალური აზიის საკითხებში ექსპერტ არკადი დუბნოვთან - ხომ არ ნიშნავს ყაზახეთის ბოლოდროინდელი მოვლენები იმას, რომ თოყაევი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

„თოყაევმა გადაწყვიტა დაესწრო შესაძლო ჩუმი (მშვიდი) გადატრიალებისთვის“.

 "როგორ შეიქმნა ეს სიტუაცია“

დარიგა ნაზარბაევას გადაყენება ყაზახეთში ძალაუფლების ტრანზიტის კიდევ ერთი ეტაპია. გადადგომის წინ, ნაზარბაევმა უფროსი ქალიშვილი სენატის სპიკერად დანიშნა. ეს მოხდა ერთი წლის წინ, თითქმის თოყაევის პრეზიდეტნად არჩევის თანადროულად. მთელი ამ წლის განმავლობაში დარიგა უსაფუძვლო ამბიციებს ამჟღავნებდა.

ესმოდა ნაზარბაევს რომ კონფლიქტს ქმნიდა?

ვფიქრობ არა მარტო ესმოდა, არამედ გაწონასწორების და შეკავების ერთგარ სისტემადაც მიიჩნევდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო შეენარჩუნებინა კონტროლი პრეზიდენტზე, რომელიც მისი ოჯახის წრეს არ ეკუთვნის. ამიტომ სახელმწიფოს მეორე პირად უფროსი ქალიშვილი გაამწესა.  ოჯახის ინტერესების შელახვის შემთხვევაში ცვლილების საშუალება რომ ქონოდა. მაგრამ დარიგას სისუსტე იმაში იყო, რომ  სენატში ის არჩევნების შედეგად კი არა,  პრეზიდენტის კვოტით მოხვდა ჯერ კიდევ მამამისის მმართველობის დროს. ანალოგიურად, სხვა პრეზიდენტს შეეძლო მისი გამოწვევა. მიმაჩნია რომ, თოყაევმა უბრალოდ დაასწრო ჩუმ გადატრიალების შესაძებლობას, რომელიც ნამდვილად შეიქმნა პანდემიის დროს. 16 მარტს ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცოტა ხანში დარიგამ  საკონკსტიტუციო საბჭოს (ყაზახეთის საკონსტიტუ­ციო სასამართლო) მიმართა შეკითხვით, აქვს თუ არა მას, როგორც სენტაის თავმჯდომა­რეს უფლება  გააპროტესტოს  საგანგებო სიტუაციის   პირობებში პრეზიდენ­ტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სენატის აზრით ზოგიერთი მათგანი შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციებს ცდებოდეს. გარეგნულად ეს გავს სენატორი კლიშასის მცდელობას გაეპროტესტებინა საბიანინის გადაწყვეტილებები. საკონსტიტუციო საბჭოს  რომ დაედასტურეინა ნაზარბაევას სიმართლე, ეს ქვეყანაში რეალურად შექმნიდა ორხელისუფლებიანობას  და საფრთხეს შეუქმნიდა პრეზიდენტს..

და თოყაევმა ამგვარად გადაწყვიტა კონფლიქტის გადაჭრა?

დიახ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. მთავარია, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით „ერის ლიდერის“ რეაქცია არსებულ ვითარებაზე. ჩვენ მხოლოდ ვუშვებთ შესაძლოებლობას, რომ ეს მასთან შეთანხმებით მოხდა. მეორეც - ჩვენ  არ ვიცით რა თანამდებობას დათანხმდება დარიგა ნაზარბაევა, საკმაოდ დამამცირებელი განთავისუფლების შემდეგ, არ ვიცით რას მოიმოქმედებს. ის არ შეეგუება ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და ვფიქრობ თავის თამაშს მერეც გააგრძელებს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით.

ანუ თქვენ თვლით ის რევანშის აღებას შეეცდება?

თუ რევანშში თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობთ, მაშინ არა. მოქმედი პრეზიდენტის, თოყაევის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. მეორეს მხრის ის ახალგაზრდა ქალია, 7  მაისს მხოლოდ 57 წელი შეუსრულდა და უზარმაზარი მედიაიმპე­რიის ფლობს, რომელსაც პრეზიდენტის და მისი გუნდის წინააღმდეგ გამოიყენებს. თოყაევმა თავისი გუნდის ფორმირება მაულენ აშიმბაევის სპიკერად დანიშვნით დაიწყო

გამოდის რომ დემოკრატია სტიქიურად ყალიბდება? ოპოზიციური მედიაჰოლდინგი, კონკურენცია . . .

მოდით ნუ ვილაპარაკებთ დემოკრატიაზე, ოპოზიციაზე ჩვეული მნიშვნელობით. მოდით ვილაპარაკოთ ელიტის ინტერესების შეჯახებაზე. ვიდრე ნაზარვბაევი ცოცხალია, მისი სახელი ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს. როგორც ყაზახეთში ამბობენ „კარგი მამის სახელი ცუდი შვილისთვის ორმოცი წლის სიცოცხლეა“

არსებობს რამე ცნობები თავად ნაზარბაევის ჯანმრთელობის შესახებ?

არაფერი, რაც დაადასტურებს ან უარყოფს ჭორებს მისი ჯანმრთელობის შესახებ. ინფრომაციული იზოლაციის თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა თურქმენეთი არ არის, მაგრამ არანაირი ზუსტი ცნობა რას ფიქრობს ნაზარბაევი ქალიშვილის განთავისუფლებაზე გვაქვს.

„ოჯახური სკანდალები ჩრდილს აყენებენ ნაზარბაევის სახელს“

შესაძლებელია თოყაევს გაენთავისუფლებინა ნაზარბაევის ქალიშვილი მამის ნებართვის გარეშე?

ამის ალბათობა არსებობს. მე მგონია,  რომ განთავისუფლება მასთან შეთანხმებით მოხდა, მაგრამ გავიმეორებ, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია რომელიც ან უარყოფს ან დაადას­ტუ­რებს ამას.

შეიძლება სკანდალებს ნაზარბაევის ოჯახში   გარკვეული როლი ეთამაშა ამ სიტუაციაში?

უეჭველად. ისინი ჩრდილს აყენებენ ნაზარბაევას, მამამისს, მათ ოჯახს და მთელ ქვეყანას.

ამბობენ, დარიგას რუსეთში ბინადრობის უფლება აღმოუჩინეს და ეს გახდა ბოლო წვეთი . . .

არა, კონკრეტულად თუ ვილაპარაკებთ, მხედველობაში მაქვს დარიგას უმცროსი ვაჟის -აისულტანის ახირებული გამოსვლები. აისულტანმა გამოაცხადა რომ ნაზარბაევის შვილიშვილი კი არა შვილია,  ანუ ფაქტიურად დედა და ბაბუა ინცესტში დაადანაშაულა. მეორე სკანდალი იყო როცა თავად დარიგას და მისი უფროსი ვაჟის,  ნურალის სახელზე საზღვარგარეთ  უძრავი ქონების არსებობა გამჟღვნდა. მაგრამ რუსეთში ბინადრობის უფლების არსებობა, არ არსებობა - ეს ყველაზე ნაკლები არგუმენტია, რისი გამოყენებაც დარიგას წინააღმდეგ შეიძება.

შესაძლებელია დარიგამ  გულნარა კარიმოვას ბედი გაიზიაროს?

არა, სასამართლო პროცესი და ციხე ყაზახეთში მას არ ემუქრება.

რატომ, სხვა პოლიტიკური კულტურაა?

არა, კულტურა სწორედაც რომ მსგავსია. მართალია ნაზარბაევის ძალაუფლებას ვერ შევადარებთ კარიმოვის სურლუფლებიანობას. უზბეკ დესპოტთან შედარებით ის განათლებულ ავტოკრატს უფრო გავს.  უბრალოდ გულნარას მიერ მოყენებული ზარალი ქვეყნიდან გატანილი მილიონებს (შეიძება მილიარდებსაც) ითვლის. ნაზარბაევას მსგავს ბრალდებას ვერ წაუყენებენ, თუმცა არც ის არის უცოდველი, როგორც მსგავსი ლიდერების  შვილები.

გამოდის ,რომ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში თოყაევი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გახდა?

რა თქმა უნდა. მე არ ვარ თოყაევის თაყვანისმცემელი, მაგრამ ობიექტურად ის ლიდერების სხვა თაობაა - რაღაც თვალსაზრისით თანამედროვე, თავიდან ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და პირველივე დღიდან მწვავე კრიტიკის საგანი იყო. მთლიანობაში ყველა პრობლემას რაც ამ დროის მანძილზე გაჩნდა უშიშრად წყვეტდა - გადიოდა ადგილზე, ხვდებოდა მოსახლეობას.  ადრინდელი მმართველებისგან განსხვავებით ეს ძალიან მომგებიანი იყო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაზარბაევისგან განსხვავებით ის სხვა ტიპის პოლიტიკოსია.

უდაოდ, უფრო ლიბერალური.

ეს ყველაფერი ნაზარბაევის მიერ არის სანქცირებული?

მე ვიტყოდი ის ნდობას უცხადებს თოყაევს. თუმცა აგრძნობინებს რომ ყოველთვის არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებებს. რამოდენიმეჯერ ნაზარბაევმა განაცხადა, რომ იტოვებს პრეზიდენტის შესწორების უფლებას. პუბლიკისთვის ნათელი უნდა გამხდარიყო რომ ის ინარჩუნებს ან ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი. 

ავტორიტარული ლიდერებისაგან ელოდები,რომ ისინი ოჯახისთვის ბოლომდე იბრძოლებელნ, ნაზარბაევი რატომ არ იქცევა ასე?

თუ ლიდერებს  ისტორიაში დარჩენა ან საკუთარი ცხოვრების ბოლომდე არსებული რესურსის შენარჩუნბა სურთ უნდა დააოკონ შვილების მოთხოვნები. საკმარისია  ასკარ აკაეცი გავიხსენოთ - სწორედ შვილების გაუმაძღრობამ გამოიწვია 2005 წელს ცენტრალური აზიის „მთავარი დემოკრატის“ გადაგდება. აი თქვენი კითხვის პასუხი: ნაზარბაევისთვის მისი დამსახურებები და სახელი ისტორიაში  უფროსი ქალიშვილის  სურვილებზე მნიშვნელოვანია.

გასაგებია, რომ „елбасы“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდება.  ყაზახეთში პოლიტიკური სისტემის მთავარი მიზანი მისი 80 წლის იუბილემდე მშიდად მიყვანა (რაც ორ თვეში მოხდება) და მისი, როგორც თანამედროვე ყაზახეთის დემიურგის უკვდავყოფაა.  ნაზარბაევი ამას იმსახურებს. გულწრფელად ვამბობს - ის განსაკუთრებული ლიდერია, რომელიც მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან მკვეთრად განსხვავდება  ფართო თვალსაწიერით.

წყარო:https://meduza.io

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати