ნაზარბაევის ქალიშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორეს - როგორ დაუშვა ეს მამამ? რა კავშირშია ამასთან კორონავირუსის ეპიდემია ყაზახეთში?
ინტერვიუ პოლიტოლოგ არკადი დუბნოვთან
2 მაისს ცნობილი გახდა რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სენატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაანთავისუფლა დარიგა ნაზარბაევა - პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის, „елбасы“-ის, „ერის ლიდერირს“, უფროსი ქალიშვილი. პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი - მეორე თანამდებობაა ქვეყნის ხელისუფლების იერარქიაში (თუ არ ჩავთვლით „ერის ლიდერს“) . ნაზარბაევამ თანამდებობა 2019 წლის მარტში, თითქმის თოყაევთან ერთად დაიკავა და უკვე მაშინ ბევრი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა მათ შორის გარდაუვალ კონფლიქტს.
გთავაზობთ ინტერვიუს ცენტრალური აზიის საკითხებში ექსპერტ არკადი დუბნოვთან - ხომ არ ნიშნავს ყაზახეთის ბოლოდროინდელი მოვლენები იმას, რომ თოყაევი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
„თოყაევმა გადაწყვიტა დაესწრო შესაძლო ჩუმი (მშვიდი) გადატრიალებისთვის“.
"როგორ შეიქმნა ეს სიტუაცია“
დარიგა ნაზარბაევას გადაყენება ყაზახეთში ძალაუფლების ტრანზიტის კიდევ ერთი ეტაპია. გადადგომის წინ, ნაზარბაევმა უფროსი ქალიშვილი სენატის სპიკერად დანიშნა. ეს მოხდა ერთი წლის წინ, თითქმის თოყაევის პრეზიდეტნად არჩევის თანადროულად. მთელი ამ წლის განმავლობაში დარიგა უსაფუძვლო ამბიციებს ამჟღავნებდა.
ესმოდა ნაზარბაევს რომ კონფლიქტს ქმნიდა?
ვფიქრობ არა მარტო ესმოდა, არამედ გაწონასწორების და შეკავების ერთგარ სისტემადაც მიიჩნევდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო შეენარჩუნებინა კონტროლი პრეზიდენტზე, რომელიც მისი ოჯახის წრეს არ ეკუთვნის. ამიტომ სახელმწიფოს მეორე პირად უფროსი ქალიშვილი გაამწესა. ოჯახის ინტერესების შელახვის შემთხვევაში ცვლილების საშუალება რომ ქონოდა. მაგრამ დარიგას სისუსტე იმაში იყო, რომ სენატში ის არჩევნების შედეგად კი არა, პრეზიდენტის კვოტით მოხვდა ჯერ კიდევ მამამისის მმართველობის დროს. ანალოგიურად, სხვა პრეზიდენტს შეეძლო მისი გამოწვევა. მიმაჩნია რომ, თოყაევმა უბრალოდ დაასწრო ჩუმ გადატრიალების შესაძებლობას, რომელიც ნამდვილად შეიქმნა პანდემიის დროს. 16 მარტს ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცოტა ხანში დარიგამ საკონკსტიტუციო საბჭოს (ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლო) მიმართა შეკითხვით, აქვს თუ არა მას, როგორც სენტაის თავმჯდომარეს უფლება გააპროტესტოს საგანგებო სიტუაციის პირობებში პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სენატის აზრით ზოგიერთი მათგანი შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციებს ცდებოდეს. გარეგნულად ეს გავს სენატორი კლიშასის მცდელობას გაეპროტესტებინა საბიანინის გადაწყვეტილებები. საკონსტიტუციო საბჭოს რომ დაედასტურეინა ნაზარბაევას სიმართლე, ეს ქვეყანაში რეალურად შექმნიდა ორხელისუფლებიანობას და საფრთხეს შეუქმნიდა პრეზიდენტს..
და თოყაევმა ამგვარად გადაწყვიტა კონფლიქტის გადაჭრა?
დიახ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. მთავარია, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით „ერის ლიდერის“ რეაქცია არსებულ ვითარებაზე. ჩვენ მხოლოდ ვუშვებთ შესაძლოებლობას, რომ ეს მასთან შეთანხმებით მოხდა. მეორეც - ჩვენ არ ვიცით რა თანამდებობას დათანხმდება დარიგა ნაზარბაევა, საკმაოდ დამამცირებელი განთავისუფლების შემდეგ, არ ვიცით რას მოიმოქმედებს. ის არ შეეგუება ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და ვფიქრობ თავის თამაშს მერეც გააგრძელებს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით.
ანუ თქვენ თვლით ის რევანშის აღებას შეეცდება?
თუ რევანშში თქვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობთ, მაშინ არა. მოქმედი პრეზიდენტის, თოყაევის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. მეორეს მხრის ის ახალგაზრდა ქალია, 7 მაისს მხოლოდ 57 წელი შეუსრულდა და უზარმაზარი მედიაიმპერიის ფლობს, რომელსაც პრეზიდენტის და მისი გუნდის წინააღმდეგ გამოიყენებს. თოყაევმა თავისი გუნდის ფორმირება მაულენ აშიმბაევის სპიკერად დანიშვნით დაიწყო
გამოდის რომ დემოკრატია სტიქიურად ყალიბდება? ოპოზიციური მედიაჰოლდინგი, კონკურენცია . . .
მოდით ნუ ვილაპარაკებთ დემოკრატიაზე, ოპოზიციაზე ჩვეული მნიშვნელობით. მოდით ვილაპარაკოთ ელიტის ინტერესების შეჯახებაზე. ვიდრე ნაზარვბაევი ცოცხალია, მისი სახელი ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს. როგორც ყაზახეთში ამბობენ „კარგი მამის სახელი ცუდი შვილისთვის ორმოცი წლის სიცოცხლეა“
არსებობს რამე ცნობები თავად ნაზარბაევის ჯანმრთელობის შესახებ?
არაფერი, რაც დაადასტურებს ან უარყოფს ჭორებს მისი ჯანმრთელობის შესახებ. ინფრომაციული იზოლაციის თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა თურქმენეთი არ არის, მაგრამ არანაირი ზუსტი ცნობა რას ფიქრობს ნაზარბაევი ქალიშვილის განთავისუფლებაზე გვაქვს.
„ოჯახური სკანდალები ჩრდილს აყენებენ ნაზარბაევის სახელს“
შესაძლებელია თოყაევს გაენთავისუფლებინა ნაზარბაევის ქალიშვილი მამის ნებართვის გარეშე?
ამის ალბათობა არსებობს. მე მგონია, რომ განთავისუფლება მასთან შეთანხმებით მოხდა, მაგრამ გავიმეორებ, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია რომელიც ან უარყოფს ან დაადასტურებს ამას.
შეიძლება სკანდალებს ნაზარბაევის ოჯახში გარკვეული როლი ეთამაშა ამ სიტუაციაში?
უეჭველად. ისინი ჩრდილს აყენებენ ნაზარბაევას, მამამისს, მათ ოჯახს და მთელ ქვეყანას.
ამბობენ, დარიგას რუსეთში ბინადრობის უფლება აღმოუჩინეს და ეს გახდა ბოლო წვეთი . . .
არა, კონკრეტულად თუ ვილაპარაკებთ, მხედველობაში მაქვს დარიგას უმცროსი ვაჟის -აისულტანის ახირებული გამოსვლები. აისულტანმა გამოაცხადა რომ ნაზარბაევის შვილიშვილი კი არა შვილია, ანუ ფაქტიურად დედა და ბაბუა ინცესტში დაადანაშაულა. მეორე სკანდალი იყო როცა თავად დარიგას და მისი უფროსი ვაჟის, ნურალის სახელზე საზღვარგარეთ უძრავი ქონების არსებობა გამჟღვნდა. მაგრამ რუსეთში ბინადრობის უფლების არსებობა, არ არსებობა - ეს ყველაზე ნაკლები არგუმენტია, რისი გამოყენებაც დარიგას წინააღმდეგ შეიძება.
შესაძლებელია დარიგამ გულნარა კარიმოვას ბედი გაიზიაროს?
არა, სასამართლო პროცესი და ციხე ყაზახეთში მას არ ემუქრება.
რატომ, სხვა პოლიტიკური კულტურაა?
არა, კულტურა სწორედაც რომ მსგავსია. მართალია ნაზარბაევის ძალაუფლებას ვერ შევადარებთ კარიმოვის სურლუფლებიანობას. უზბეკ დესპოტთან შედარებით ის განათლებულ ავტოკრატს უფრო გავს. უბრალოდ გულნარას მიერ მოყენებული ზარალი ქვეყნიდან გატანილი მილიონებს (შეიძება მილიარდებსაც) ითვლის. ნაზარბაევას მსგავს ბრალდებას ვერ წაუყენებენ, თუმცა არც ის არის უცოდველი, როგორც მსგავსი ლიდერების შვილები.
გამოდის ,რომ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში თოყაევი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გახდა?
რა თქმა უნდა. მე არ ვარ თოყაევის თაყვანისმცემელი, მაგრამ ობიექტურად ის ლიდერების სხვა თაობაა - რაღაც თვალსაზრისით თანამედროვე, თავიდან ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და პირველივე დღიდან მწვავე კრიტიკის საგანი იყო. მთლიანობაში ყველა პრობლემას რაც ამ დროის მანძილზე გაჩნდა უშიშრად წყვეტდა - გადიოდა ადგილზე, ხვდებოდა მოსახლეობას. ადრინდელი მმართველებისგან განსხვავებით ეს ძალიან მომგებიანი იყო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაზარბაევისგან განსხვავებით ის სხვა ტიპის პოლიტიკოსია.
უდაოდ, უფრო ლიბერალური.
ეს ყველაფერი ნაზარბაევის მიერ არის სანქცირებული?
მე ვიტყოდი ის ნდობას უცხადებს თოყაევს. თუმცა აგრძნობინებს რომ ყოველთვის არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებებს. რამოდენიმეჯერ ნაზარბაევმა განაცხადა, რომ იტოვებს პრეზიდენტის შესწორების უფლებას. პუბლიკისთვის ნათელი უნდა გამხდარიყო რომ ის ინარჩუნებს ან ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი.
ავტორიტარული ლიდერებისაგან ელოდები,რომ ისინი ოჯახისთვის ბოლომდე იბრძოლებელნ, ნაზარბაევი რატომ არ იქცევა ასე?
თუ ლიდერებს ისტორიაში დარჩენა ან საკუთარი ცხოვრების ბოლომდე არსებული რესურსის შენარჩუნბა სურთ უნდა დააოკონ შვილების მოთხოვნები. საკმარისია ასკარ აკაეცი გავიხსენოთ - სწორედ შვილების გაუმაძღრობამ გამოიწვია 2005 წელს ცენტრალური აზიის „მთავარი დემოკრატის“ გადაგდება. აი თქვენი კითხვის პასუხი: ნაზარბაევისთვის მისი დამსახურებები და სახელი ისტორიაში უფროსი ქალიშვილის სურვილებზე მნიშვნელოვანია.
გასაგებია, რომ „елбасы“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდება. ყაზახეთში პოლიტიკური სისტემის მთავარი მიზანი მისი 80 წლის იუბილემდე მშიდად მიყვანა (რაც ორ თვეში მოხდება) და მისი, როგორც თანამედროვე ყაზახეთის დემიურგის უკვდავყოფაა. ნაზარბაევი ამას იმსახურებს. გულწრფელად ვამბობს - ის განსაკუთრებული ლიდერია, რომელიც მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან მკვეთრად განსხვავდება ფართო თვალსაწიერით.
წყარო:https://meduza.io