USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ყარაბაღის მოსახლეობა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს
თარიღი:  

სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციას მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიიკ ჰარუთუნიანი, „სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანი და ადგილობრივი „ხელისუფლების“ სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

გვრეცელებული ინფორმაციით, აქციაზე გამომსვლელები საუბრობენ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეზე და საერთაშორისო თანამეგობრობას დერეფნის განბლოკვაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, აზერბაიჯანს სომხებით დასახლებული რეგიონი გასული წლის დეკემბრიდან ბლოკადაში ჰყავს მოქცეული და ამჟამად ბაქო მთლიანად ბლოკავს სომხეთიდან ყველანაირი საქონლის, მათ შორის სურსათის, მიწოდებას.

ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს. ბაქოს მტკიცებით, ლაჩინის დერეფანი კონტრაბანდის გადატანის არაერთი მცდელობის გამო ჩაკეტეს.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის