USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ვლადიმირ ზელენსკი - კიევი ირანის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე თანახმა არაა და უკრაინა თეირანს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს
дата:  491

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ირანმა კიევს თვითმფრინავის ჩამოგდების კომპენსაციის მიზნით, თითო ოჯახისთვის 80 000 აშშ დოლარი შესთავაზა, რასაც უკრაინა არ დათანხმდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, მაგრამ, ჩვენ მეტს მოვითხოვთ“,-განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა აპირებს საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“-მა თეირანის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა.

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати