USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი: დასავლეთი ფაშისტური ბლოკის მსგავსი ღერძის შექმნას იწყებს - გერმანია-იტალია - იაპონია
дата:  486

ასავლეთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანულ-იტალიურ-იაპონური ბლოკის მსგავსი "ღერძის" შექმნას იწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ  «Россия 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე შეთანხმდა, რომელშიც პირდაპირაა საუბარი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან - ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვას. „აცხადებენ, რომ შექმნიან გლობალურ ნატო-ს. აბა, რა არის ეს?“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, წელს ბრიტანეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში კონტაქტების დამყარების შესახებ.

„ამიტომაც თავად დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ - ეს ჩვენ არ ვართ, ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი იწყებს ახალი ღერძის შენებას, რომლის მსგავსიც ოცდაათიან წლებში გერმანიის, იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის ფაშისტურმა რეჟიმებმა შექმნეს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას.

"დიახ, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთმოქმედების სფეროში. ამას არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати