USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ხალხის გადარჩენა” სურს
дата:  683

რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ხალხის გადარჩენა” სურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. “რეფერენდუმების” ბოლო დღეს, 27 სექტემბერს განაცხადა.

“დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და დონბასში რეფერენდუმების ჩატარების პირობებში ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, ზუსტადაც ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, სადაც ეს რეფერენდუმი ტარდება - ეს ყველაფერი წინა პლანზეა და მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ყურადღების ცენტრშია”, - განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალურ ანექსიას გამოაცხადებს.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати