თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებები შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს.
“ჯერ კიდევ ვიღებთ წინადადებებს საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის შესახებ….თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ - ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ”, - განაცხადა პუტინმა.
ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.