USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები
Date:  1181

თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებები შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს.

“ჯერ კიდევ ვიღებთ წინადადებებს საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის შესახებ….თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ - ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ”, - განაცხადა პუტინმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way