USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
"ვისოლ ჯგუფს" 2023 წელს 642 მილიონი ლარი ჰქონდა შემოსავალი
თარიღი:  1290

"ვისოლ ჯგუფმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა - რომლის თანახმადაც გასული წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 642 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 39 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემცირება გასულ წელს საწვავის ფასების კლებით იყო განპირობებული. ასევე 2022 წელს არსებული 53.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებიდან ჯგუფის მოგება 34.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა გაიზარდა კომპანიის სრული შემოსავალი, რაც კომპანიის აქტივების ღირებულების ზრდას უკავშირდებოდა, რამაც 49.2 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯგუფის სრულმა შემოსავალმა (მოგებამ) 84 მილიონი ლარი შეადგინა.

"ვისოლ ჯგუფის" კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ჯგუფის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 557 მილიონი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად, ჯგუფის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი საწვავის გაყიდვიდან - 609 მილიონი ლარი, საქონლის თვითღირებულება 533 მილიონი ლარი;
  • შემოსავალი გაზის გაყიდვიდან - 12.8 მილიონი ლარი, საქონლის თვითღირებულება 7.8 მილიონი ლარი;
  • სხვა შემოსავალი - 19.6 მილიონი ლარი, საქონლის თვითღირებულება 16 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გაყიდვებისა და მიწოდების ხარჯებმა ჯგუფისთვის 33.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ხელფასები 9 მილიონ ლარს შეადგენდა. საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 29.3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც სახელფასო ხარჯები 22.3 მილიონი ლარს შეადგენდა.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უმსხვილესი აქციონერები არიან: ლევან ფხაკაძე 38%; სოსო ფხაკაძე 31%; გიორგი რამიშვილი 15.5%; ალექსი თოფურია 7%; ნუგზარ აბრამიშვილი 6.2%; დევიდ ბორგერი 2%.

ჯგუფის მთლიანი აქტივები 346 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კომპანიებს მათი ყოველწლიური ფინანსური შედეგებისა და მმართველობითი ანგარიშგებების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. არსებული მდგომარეობით, ნავთობის საცალო სექტორში მოღვაწე კომპანიებიდან 2023 წლის ანგარიში გამოქვეყნებული აქვთ "ვისოლ ჯგუფსა" და "ლუკოილ ჯორჯიას". ანგარიშის თანახმად, ამ უკანასკნელის შემოსავალმა 2023 წელს 485 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება 16.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

წყარო:https://bm.ge/

 

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის