USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ვინ არის ივან ილინი - პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი
Date:  479
Foreign Affair-ის 2015 წლის სტატიაში Putin’s Philosopherსაუბარი იყო თანამედროვე რუსული ავტოკრატიის იდეოლოგიურ ბურჯზე - ივან ილინზე. ჯერ კიდევ მაშინ ავტორი ილინს "პუტინის საყვარელ ფილოსოფოსს" უწოდებდა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე საუბრისას კვლავ ციტირებდა პუტინი ილინს, ისევე როგორც თავისი პრეზიდენტობის დაწყების პირველ დღეებში. როდესაც საქმე ილინს ეხება იქ დუგინი მარიონეტადაც კი არ გამოდგება.
 
ვინ არის ივან ილინი? და რა იდეოლოგია აქვს მას? ეს ჯერ კიდევ 1954 წელს შვეიცარიაში გარდაცვლილი რუსი ფილოსოფოსი და რუსული მისტიციზმის მხარდამჭერი სხვადასხვა პერიოდში ღიად მეხოტბეობდა ჰიტლერსა და ნაციზმს, ხოლო შემდგომ საბჭოთა ჯარების მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაჩოქების ღონისძიებებს.
 
ივან ილინის აზრით რუსეთში მხოლოდ ავტოკრატიამ შეიძლება ამოსდოს ლაგამი იმ ქაოსს, რომელსაც ხალხი ქმნის. მას სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესები და სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება მხოლოდ განუკითხაობას და ურთიერთგანადგურებას წარმოშობს. ამიტომ აუცილებელია ლიდერი, როგორც მწყემსი, რომელიც ფარას სწორად და ორგანიზებულად გაუძღვება წინ. მისი აზრით ხალხის ნდობა, როგორც ცხვრის, არასდროს არაფერში არ შეიძლება.
 
ივან ილინი ქრისტიანული რელიგიის, როგორც ინსტიტუციის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს და ამბობს, რომ როგორც რელიგიური იერარქია ისე უნდა არსებობდეს პოლიტიკური იერარქიაც და როგორც რელიგიურ ლიდერს შესაძლოა ჰქონდეს სულიერი მისია ასეთივე ხელდასხმა აქვს პოლიტიკურ ლიდერსაც. თუმცა ილინი ბიზანტიური სკოლის მიმდევარია და სჯერა რომ ეკლესია უნდა იყოს ლიდერის სულიერი მისიის მსახურიც, რადგან პოლიტიკურმა ლიდერმა ყოველთვის ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის. რა არის რუსული სულიერი მისია? აღკვეთოს ინდივიდუალიზმი, როგორც გარყვნილების და გზიდან აცდენის წყარო. როგორც ინდივიდუალური ცხვარი განწირულია მგლის შეჭმისათვის, ისევეა ადამიანი, რომელიც ინდივიდუალიზმით ხელმძღვანელობს. შესაბამისად, დასავლური ფასეულობა ინდივიდუალური არჩევნის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყოველთვის საფრთხის შემცველი იქნება ილინისათვის.
 
ილინი ბევრს საუბრობს რელიგიაზე. მისთვის კომუნისტური რევოლუცია თავისთავად ანტიქრისტიანული მოვლენა და რუსეთის "წმინდა იმპერიის" წინაშე ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. ილინისათვის პრობლემას სისხლისღვრა კი არ წარმოადგენს, არამედ თუ ვის წინააღმდეგაა ეს სისხლისღვრა მიმართული. თუკი ამ პროცესში რუსული იმპერიული ელიტა ნადგურდება ეს მისთვის მიუღებელია. მეტიც, ილინი კომუნისტურ რევოლუციას ანტისემიტიზმის ჭრილიდან უყურებს და ბოლშევიკებს შეთქმულ სიონისტებსაც კი უწოდებს, რომელთაც "რუსეთის წმინდა იმპერია" უნდა დაემხოთ.
 
მიუხედავად თავდაპირველი მისი ნეგატიური დამოკიდებულებისა საბჭოთა კავშირისადმი, 1944 წლიდან ილინი იცვლის პოზიციას და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ჯარების შესვლას რუსეთისათვის წმინდა მისიის დაბრუნებას უწოდებს. მისთვის აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, ეს რუსეთის იმპერიული სულის გამოღვიძებაა სხვა სისტემაში (საბჭოთა სისტემაში). რას ამბობს იგი იმ ხალხებზე რომლებიც საბჭოთა კავშირის ან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ? ილინი მათ სუბნაციებს ანუ არასახელმწიფოერივ "მოძმე ხალხად" მოიხსენიებს, რომელთაც ერთადერთი ვალდებულება აქვთ - გაიზიარონ და დაემორჩილონ რუსულ სულიერ მისიას და ხელი შეუწყონ რუსული იდეის გავრცელებას მთელს მსოფლიოში.
 
ილინი დასცინის არჩევნებს და ამბობს, რომ საერთო სახალხო არჩევნები ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს, რომელშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი - ლიდერი - და მისი არჩევა უპირობოდ უნდა ხდებოდეს. რა აზრი აქვს ასეთ არჩევნებს? ილინი ხალხსა და ლიდერს შორის კავშირის განახლების იდეას ავითარებს - როდესაც მორჩილი მწყემსს ყოველწლიურად უცხადებს მორჩილებას ამით მისტიკური ერთობა იქმნება მათ შორის და ამით ყველა კმაყოფილია.
 
და რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ვინმე არ მორჩილებს? იგი მტერია და უნდა განადგურდეს. ილინი ყველას, ვინც რუსეთის სულიერ მისიას შეეწინააღმდეგება განადგურების ლეგიტიმურ სამიზნედ წარმოაჩენს. მისთვის ადამიანი და ადამიანის თავისუფალი ნება არჩევანი არ არის, მისი აზრით მორჩილება ყველაზე დიდი თავისუფლებაა, რადგან ამ დროს უბრალოდ თავისუფლდები პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან და უბრალოდ მიჰყვები ბატონს.
 
რა ხდება ექსპანსიის დროს? ილინის აზრით ექსპანსია რუსული სულიერი მისიის ბუნებრივი განვითარების პროცესია და ყველა ვინც მის გვერდით არ დადგება ბოროტების მხარს იჭერს.
 
ამ ფონზე კრემლის მხრიდან ივან ილინის, როგორც თითქმის ოფიციალურ ფილოსოფოსად წარმოჩენა ყველაფერს თავის ჩარჩოში სვამს და პუტინის იდეოლოგიურ ლოგიკას კიდევ უფრო საშიშს ხდის.
 
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way