USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
ვერა მურღულია-ქართველი მრბოლელი და რალების ორგანიზატორი საფრანგეთში
Date:  1475

საფრანგეთში მაგისტრატურაზე სასწავლებლად 2005 წელს ჩამოვედი, ექს-მარსელის უნივერსიტეტში სწავლა საზოგადოებრივი მენეჯმენტის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

მალე შემიყვარდა სიმპათიური ფრანგი, რომელთანაც 3 შვილი შემეძინა და თავისთავად დავრჩი აქ საცხოვრებლად. მანქანების მიმართ სიყვარული მამის, გია მურღულიას გავლენაა, რომელიც ახალგაზრდობაში, ასევე რალისტი იყო. მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან შეგვაყარა მანქანა და გვავარჯიშებდა მართვაში. უგზოობაზე მართვის სახეობაში გატაცება ჩემი ექსტრიმის მოყვარული ძმის, გიგა მურღულიას გავლენაა. პირველი მანქანა, რამაც ჩემში ინსპირაცია გამოიწვია, ძველი მოდელის ლენდ როვერ დეფენდერი იყო, რომელიც გიგამ თავისი ხელით აღადგინა და რომლითაც თბილისში, უგზოობის შეჯიბრში, 2010 წელს გამარჯვება მოვიპოვეთ. მთელი წელი გვიწევს მუშაობა ერთკვირიანი შეჯიბრის ჩასატარებლად.

სამუშაო პროცესში ყველანაირად აღჭურვილ ნისანის პიკ-აპ ნავარას ვიყენებ. დიდი შრომა სჭირდება ღონისძიების ორგანიზებას და მარკეტინგს, მონაწილეთა სახელმძღვანელოების და სპორტული რეგლამენტის დაგეგმვას; სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილე ეკიპაჟებთან კომუნიკაციას, კონტრაქტების გაფორმებას, სპონსორების მოძიებას და რალის ჰუმანიტარული მხარის მენეჯმენტს. ეს ერთგვარი ბიზნესია, თავისთავად აქვს ფინანსური ინტერესი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. მრბოლელი ეკიპაჟები გარკვეულ თანხას იხდიან მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ კი მათ ვთავაზობთ მაღალი ხარისხით ორგანიზებულ ერთ კვირიან შეჯიბრს: ულიმიტო საწვავით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ტექნიკური და მექანიკური დახმარებით, კომფორტული კარვებით და მაღალი დონის სასტუმროებით, ბოლოს სპონსორებისგან სოლიდურ საჩუქრებს იღებენ.

წელს 3 საერთაშორისო რალი გვაქვს დაგეგმილი : ქალთა Rally Adventure Georgia, საოჯახო Rally Adventure Family და ექსტრემალური Rally Adventure Xtreme. ჩემი მოტივაციაა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა უცხოეთში, რაც, ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. საფრანგეთში ბევრი უცხოელი მრბოლელი გავიცანი და მოვიპოვე მათი ნდობა, რათა მონაწილეობა მიეღოთ საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო აფრიკის უდაბნოს ქვიშის დიუნებზე მართვა, მაროკოს გაზელების რალიზე, რომელშიც 220 ეკიპაჟი მონაწილეობდა. ჩემს ძმასთან ერთად ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო დაკარის რალიში, რომელიც ბოლო წლებში საუდის არაბეთში იმართება და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რალი რეიდია.

ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას მივიღებთ, რაც გამოგვადგება საქართველოში რალის განვითარებაში. საავტომობილო სპორტი და განსაკუთრებით უგზოობაზე მართვა, რომელსაც ხშირად კაცთა დისციპლინად მოიხსენიებენ, თავისი ისტორიის მანძილზე ხშირად ჩრდილს აყენებდა ქალებს. თუმცა, ამ სპორტში ქალთა და კაცთა შესაძლებლობებში განსხვავება არ არის. როდესაც თავზე უსაფრთხოების ჩაფხუტი გახურავს, სავარძელს და საჭეს მოირგებ, სულერთია ჩაფხუტის ქვეშ ქალია თუ კაცი. ქართველ ქალებს უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, შემოგვიერთდით სათავგადასავლო რალიში! ყოველდღიურობა დაარღვიეთ, გახალისდით, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო სამოყვარულო შეჯიბრში!

Speech • სფიჩი

society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way