USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია
дата:  495

რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა რესპირატორული კრიზისის შემდეგ კრიტიკულია, - ინფორმაციას BBC ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი და დასჭირდა სისხლის გადასხმა. სისხლის გადასხმა აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა, მიახლოებული ანემიასთან. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ვატიკანის ინფორმაციითვე, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. 88 წლის პონტიფიკოსი კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს.

„ის უფრო ცუდად არის, ვიდრე გუშინ", - ნათქვამია განცხადებაში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати