რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა რესპირატორული კრიზისის შემდეგ კრიტიკულია, - ინფორმაციას BBC ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი და დასჭირდა სისხლის გადასხმა. სისხლის გადასხმა აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა, მიახლოებული ანემიასთან. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
ვატიკანის ინფორმაციითვე, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. 88 წლის პონტიფიკოსი კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს.
„ის უფრო ცუდად არის, ვიდრე გუშინ", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.