USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
Date:  357

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, საელჩოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე მივიდნენ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way