USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვაშინგტონში პომპეოსა და აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა
თარიღი:  657

აზერბაიჯანის და სომხური ძალები 23 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში და მის გარშემო განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს, რის ფონზეც აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლესი დონის დიპლომატები ვაშინგტონში ჩავიდნენ, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვედროდნენ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის გამო მრავალწლიანი კონფლიქტის გარშემო მოსალაპაკებლად.

 

მხარეებმა ერთმანეთს გაუცვალეს ახალ ძალადობაში ბრალდებები, რომელიც, როგორც იტყობინებიან, მოიცავდა საცხოვრებელი არეალებისთვის ცეცხლის დაშენას.

ამ დროს ვაშინგტონში გადაინაცვლა მცდელობებმა, მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მას მერე, რაც რუსეთის შუამავლობით მიღწეული ორი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ განხორციელდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი ცალ-ცალკე შეხვდნენ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, მორგან ორტაგუსმა, გაავრცელა პომპეოს სიტყვები, რომ "აუცილებელია ძალადობის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა".

ორტაგუსის თქმით, პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა არსებითი მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობას მხარეებს შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რათა მოგვარდეს კონფლიქტი ჰელსინკის საბოლო აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, როგორებიცაა, ძალის არგამოყენება და ძალით მუქარაზე უარის თქმა, ტერიტორიული მთლიანობა და ხალხებს შორის თანასწორობა და მათი თვითგამორკვევის უფლება.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, საფრანგეთი და რუსეთი.

მნაცაკანიანმა, პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებს უთხრა: „ძალიან კარგი“ და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე მუშაობა გაგრძელდება", იტყობინება როიტერსი.

ბაირამოვის თანახმად, მან პომპეოს უთხრა, "მთიანი ყარაბაღის სომხური ოკუპაცია უნდა დასრულდეს". „ჩვენ გვსურს მოვძებნოთ პოლიტიკური მოგვარების გზა და მზად ვართ, განვაგრძოთ არსებითი მოლაპარაკება დაუყოვნებლივ“, მოჰყავს AFP-ს ბაირამოვის სიტყვები.

„სომხეთმა უნდა შეწყვიტოს აზრიანი მოლაპარაკების თავიდან აცილება და უნდა აირჩიოს ხანგძლივი მშვიდობა“, თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც სახელდახელო პრესკონფერენციის დროს თეთრ სახლში პომპეოსთან მინისტრების შეხვედრების გარშემო ჰკითხეს, თქვა, რომ „მართლაც კარგი წინსვლა იქნა მიღწეული“. ტრამპის თქმით, აშშ-ში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებიც სომხეთიდან არიან წარმოშობით, და "ეს არიან შესანიშნავი ადამიანები და მათ დავეხმარებით“, განაცხადა ტრამპმა.

ოპტიმიზმი, რომ ვაშინგტონის შეხვედრა ბოლოს დაუდებდა საბრძოლო მოქმედებს, შესუსტდა 22 ოქტომბერს, როცა ორივე მხარემ განაახლა ბრძოლები და ლიდერებმა ბაქოსა და ერევანში გაამძაფრეს პოზიციები მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმებისა, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, და რომლებიც მალევე დაირღვა.

ასეულობით ადამიანი შეეწირა 27 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ ცხარე ბრძოლებს, რომლის გამოც გაიზარდა საშიშროებაა, რომ კონფლიქტში შეიძლება ჩაერიონ აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე თურქეთი და რუსეთი, რომელიც რეგიონში საკვანძო ძალაა, რომელთანაც სომხეთს სამხედრო ხელშეკრულება აკავშირებს.

საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიებისთვის მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო საბრძოლო მოქმედები გააქტიურდა 27 სექტემბრის შემდეგ. მთიანი ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ 1990-იანი წლების შემდეგ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის