USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
თარიღი:  532

დონალდ ტრამპის მომხრეები ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა არჩევნების გაყალბების შესახებ პრეზიდენტის პრეტენზიებს მხარი დაუჭირონ. დიდწილად მშვიდობიან დემონსტრაციას გარკვეული ძალადობაც მოჰყვა, როდესაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე შეტაკებას ჰქონდა ადგილი.

BBC იტყობინება, რომ ოფიციალური პირების თქმით, 20 ადამიანი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის თავდასხმისა და იარაღის ფლობისთვის. გავრცელდა ცნობა დაჭრის ფაქტზეც. დაშავდა პოლიციის ორი თანამშრომელიც.

„ANTIFA-ს (მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ანტიფაშისტური მოძრაობა) წევრები გაიქცნენ, როდესაც ტრამპის აქციაზე მყოფ ადამიანებზე შეტევა სცადეს, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. „ANTIFA“-მ დღის ბოლომდე დაიცადა, როცა ადამიანების 99% უკვე წასული იყო, რომ უდანაშაულო „MAGA - ს მხარდამჭერებზე შეტევა განხორციელებულიყო“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ამერიკული მედიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც საჭირო ხმების რაოდენობას (270)აღემატება.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის