USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი
дата:  719

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე დილიდან იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები. ასევე ადგილზეა, რამდენიმე მაშველი და სამი სახანძრო მანქანა.

ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, მათ სოლიდური ზარალი მიადგათ. „სამი მაღაზია დაგვეწვა, ცეცხლმა სრულიად გაგვანადგურა. პროდუქცია არ გვაქვს დაზღვეული და დავიღუპეთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ხანძრის რისკი დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

 

"6 სულს ვინახავდი. ვისი იმედი უნდა გვქონდეს, ჯერ არავინ შემოსულა და არაფერი უკითხავთ, რა გჭირთ ხალხო“, - აცხადებს დაზარალებული.

ვარკეთილის ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. ასევე, საუბრობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ბაზრობის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარებდა, რასაც შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოეწვია და ხანძრის მიზეზი გამხდარიყო.

მოვაჭრეების ინფორმაციით, შენობაში არსებული თითქმის ყველა მაღაზია განადგურებულია.

რაც შეეხება ვითარებას ვარკეთილის ბაზრობაზე, უკვე ცნობილია, რომ ხანძარმა 4 000 კვადრატემდე ტერიტორია გაანადგურა. „ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული, დამწვარია 4 ათას კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, რჩება სამი სატვირთო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ მუშაობა. ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჩვენ არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

ხანძრის მთავარი კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია გუშინ ღამე მოხერხდა. თუმცა დილით რჩებოდა ხანძრის რამდენიმე კერა, სადაც დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ექსპერტ-კრიმინალისტები რომელებიც ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати