USD 3.0967
EUR 3.4931
RUB 4.1048
Тбилиси
ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ
дата : 03.31.2021 14:31  121

ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვაქცინაციაში ამ ეტაპისთვის.  ე.წ. დანაკარგი დოზებით კი პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აიცრებიან, ისინი "სათადარიგო სიაში" იქნებიან.

бизнес
ვირების ფერმა „სახედარი"- მოთხოვნა გაიზარდა, ექიმები პირდაპირ უნიშნავენ პაციენტებს ვირის რძეს

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირის რძეზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, - საკითხზე ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, რეალიზაციის გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც შეიცვალა და „სახედარი“ დღეს არსებული ხარჯის გასტუმრებას არსებული შემოსავლებით ახერხებს.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც თემურ ლომიძემ განმარტა, ფერმაში საშუალოდ, თვში 130 ლიტრი რძე იწარმოება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1 ლიტრი რძის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან არ გვინდა ადგილობრივებისთვის ეს მიუწვდომელი პროდუქტი იყოს. მოთხოვნისა და რეალიზაციის ზრდის შესაბამისად, კომპანია დღეს არსებული შემოსავლით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ჯერ მოგებაზე არ გავსულვართ, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა“, - აცხადებს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ საქართველოში ვირის რძის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირის რძის პროდუქტის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ძალიან ბევრი ექიმი პაციენტებს ვირის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პირდაპირ უნიშნავს“, - განაცხადა მან.

ვირების ფერმა „სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

более
голосование
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
голосование
Кстати