USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ვაკის, როგორც თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი უბანის, ისტორია 120 წლის უკან დაიწყო
Date:  824
ვაკე 12- წელია თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი უბანია.
მისი ისტორია კი ასე იწყება. 1905 წელს „თფილისის“ გუბერნატორმა წერილი მიღო: "მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს „თფილისის“ გუბერნატორს, ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ, სურთ თუ არა რომ ვაკე შეერთებულ იქმნას „თფილისზეო“. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებსა და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.
„ტფილისის“ გამგეობა შესაძლებლად სცნობს, ჩაურთოს ქალაქის საზღვართა შორის ვარაზის ხევის გაღმა მდებარე ადგილები წყნეთისკენ, ხოლო იმ პირობით, რომ აქაურმა მამულის პატრონებმა შეატყობინონ ქალაქს, რა ვალდებულებას იკისრებენ ქალაქის წინაშე, გაიყვანენ თუ არა ქუჩებს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას იმ ხარჯში, რომელიც ქალაქმა უნდა მიიღოს, რომ საერთო გეგმა შესდგეს "ვაკეში," გააკეთებენ თუ არა ხიდს ხევზე და სხვა" - ეს იყო პირველი ცნობა ვაკის თბილისთან მიერთების შესახებ, რომელიც გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა.
ვაკე ძველი ვერის ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. ამ პერიოდში წყნეთის ქუჩის (ახლანდ. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა) განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზეც მცირე ხიდი იყო გადებული. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქალაქგარე დასახლებული ვაკობის ათვისება ეკლესიის მსახურებმა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებისთვის ერთ ოჯახზე გათვალისწინებულ პატრ-პატარა, ერთსართულიან სახლებს დგამდნენ. თბილისის 1906 წ. გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი), რომელიც არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემწეობით აშენდა. შენობის დაპროექტება საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკო ცხვედაძემ ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს მიანდო. როგორც ამბობენ, სწორედ უნივერსიტეტის მშენებლობამ შეასრულა დიდი როლი ამ უბნის განვითარების საქმეში.
151086227_2501892166771191_471373555535351256_n
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way