USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ვაკის რაიონში, ლორთქიფანიძის N28-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო
თარიღი:  426

ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, დასასვენებელი სივრცის მოწყობა ლორთქიფანიძის N28-ში დაიწყო. ტერიტორიაზე, რომელიც 1200 კვ. მ მოიცავს, სპორტული მოედანი, საბავშვო-გასართობი სივრცე და სხვა დასასვენებელი ზონები განთავსდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაო ჩატარდება.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის თაობაზე მერიამ გასულ წელს მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მისამართზე უნდა აშენებულიყო კორპუსი, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას კი ფერდიდან ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მიმდებარე კორპუსიდან გამგეობამ მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. ფერდობის ნაწილი გასულ წელს გამაგრდა, ტერიტორიის კეთილმოწყობის პარალელურად კედლის ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის