USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვაკის რაიონში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  2099

თბილისის  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

გამწვანებული თარგები, რომლის ფართობიც დაახლოებით 6 000 კვადრატული მეტრია, ჯამში 1358 ძირი შემდეგი სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო: 12 ძირი აღმოსავლური ჭადარი, 2 ძირი ნანდინა, 37 ძირი ფოტინია შტამბზე, 154 ძირი ბურთის ფორმის უთხოვარი, 624 ძირი პრიალა ძახველი, 92 ძირი ფოტინია ბურთის ფორმის, 221 ძირი წყავი, 216 ძირი წვრილფოთოლა ბზა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2582 კვადრატულ მეტრ ფართობზე ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანისა და 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის დაგების სამუშაოებიც განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ გამწვანების სამუშაოები კიდევ გაგრძელდება, რომელსაც შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის