USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს
Date:  675

კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სარემონტო სამუშაოები ხორციელდება ქუთათელაძის N17დ-ს მიმდებარედ. იგება ფილები, მონტაჟდება ახალი საპარკო ავეჯი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი გაკეთდება. ტერიტორიაზე უკვე განახლებულია სპორტული მოედანი. სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ასევე, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ გრძელდება. დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის სივრცე დაიყო ზონებად, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება. გარდა ამისა, მოეწყობა ფიტნეს ზონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე, ეწყობა. მიმდინარეობს სპორტული მოედნის განახლება, ეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სასეირნო ბილიკი. გარდა ამისა, მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც.

სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.

საზოგადოებრივი სივრცის განახლების პროცესი, ასევე ბაგებში, ზურაბ საკანდელიძის N8-ის მიმდებარედ სრულდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა, დაიგო ფილები, გაკეთდა ღობე და ეწყობა საბავშვო მოედანი. აღნიშნული დასასვენებელი სივრცე გაფორმდება მულჩით“, - წერია ინფორმაციაში.

 

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way