USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„ვაგნერი“ აცხადებს, რომ ბახმუტი დაიპყრო, მაგრამ უკრაინული მხარის თქმით, ის კვლავ აკონტროლებს ქალაქის ნაწილს
თარიღი:  515

კერძო სამხედრო კომოანია “ვაგნერის” მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტი აიღეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესსპიკერი, სერჰი ჩერევატი ინფორმაციას უარყოფენ.

“ბახმუტში მძიმე ბრძოლებია. ვითარება კრიტიკულია. ამავდროულად, ჩვენ სამხედროებს დაცვა “ლიტაკის” რაიონში უკავიათ.

ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ამ რაიონის გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სექტორს აკონტროლებენ”, - განაცხადა მალიარმა.

ჩერევატი ასევე უარყოფს ბახმუტის მთლიანად დაკარგვას.

“ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან”, - განაცხადა ჩერევატიმ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის