კერძო სამხედრო კომოანია “ვაგნერის” მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტი აიღეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესსპიკერი, სერჰი ჩერევატი ინფორმაციას უარყოფენ.
“ბახმუტში მძიმე ბრძოლებია. ვითარება კრიტიკულია. ამავდროულად, ჩვენ სამხედროებს დაცვა “ლიტაკის” რაიონში უკავიათ.
ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ამ რაიონის გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სექტორს აკონტროლებენ”, - განაცხადა მალიარმა.
ჩერევატი ასევე უარყოფს ბახმუტის მთლიანად დაკარგვას.
“ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან”, - განაცხადა ჩერევატიმ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.