USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
უცნობმა "მხსნელი" ამოიცნო
თარიღი:  2416

10 წლის ილიკო სუხიშვილმა (უფროსმა) ქუჩაში სეირნობისას მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიმავალი, დაკონკილ ქურთუკსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილი ნასვამი მამაკაცი შენიშნა. უკან ბავშვები ადევნებოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. ილიკომ ასეთი სურათის დანახვისას, ხელში ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებული ბავშვები გაიქცნენ. უცნობმა ნასვამმა კაცმა "მხსნელი" იცნო. გაახსენდა,რომ მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს,იმ დროინდელ თბილისში ყველაზე პოპულარული ცეკვა "შამილის" შემსრულებელი ბიჭუნა. მან ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო–კავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა.
ნესტიან,პატარა ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბიჭუნას ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო უჩვენა. ცეკვა მოუწონა და ურჩია ამ საქმეს ბოლომდე  მიჰყოლოდა.
დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო...

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის