უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსი გონჩარუკის განცხადება გადადგომის შესახებ.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების რყევის დრო არ არის. თუმცა, ზელენსკიმ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.
ზელენსკიმ გონჩარუკს შეხვედრისას განუცხადა, რომ პრემიერს და მის ახალგაზრდა მთავრობას კიდევ ერთ შანსს აძლევს იმ მომენტების გამოსასწორებლად, რომლებიც, მისი თქმით, დღეს უკრაინულ საზოგადოებას აწუხებს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსი გონჩარუკმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ წერილი დღეს გაუგზავნა.