USD 2.6849
EUR 2.8804
RUB 2.8747
Тбилиси
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა გადაწყვიტა - ამიერიდან ქვეყანაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
дата:  173

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ BBC უკრაინა იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ პირველი სექტემბრიდან, უკრაინაში ქრისტიანების უმეტესობა შობას 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ საკითხი ისედაც მოგვარებულია და ახალ კალენდარზე პირველი სექტემბრიდან გადავლენ.

სამრევლოებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში ძველი თარიღები შეინარჩუნონ.

როგორც მედია წერს, იცვლება ზოგიერთი სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს იზეიმებენ.

გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე თავმჯდომარეობდა.

მედიის ცნობით, ახალი იულიუსის კალენდარზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამა წლის 1 სექტემბრიდან გადავა, როდესაც ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან, ეკლესია უფლებას მისცემს სამრევლოებსა და მონასტრებს, სურვილის შემთხვევაში, ძველი კალენდარი გამოიყენონ.

 

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати