უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ BBC უკრაინა იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ პირველი სექტემბრიდან, უკრაინაში ქრისტიანების უმეტესობა შობას 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავს.
ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ საკითხი ისედაც მოგვარებულია და ახალ კალენდარზე პირველი სექტემბრიდან გადავლენ.
სამრევლოებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში ძველი თარიღები შეინარჩუნონ.
როგორც მედია წერს, იცვლება ზოგიერთი სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს იზეიმებენ.
გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე თავმჯდომარეობდა.
მედიის ცნობით, ახალი იულიუსის კალენდარზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამა წლის 1 სექტემბრიდან გადავა, როდესაც ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან, ეკლესია უფლებას მისცემს სამრევლოებსა და მონასტრებს, სურვილის შემთხვევაში, ძველი კალენდარი გამოიყენონ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/