USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
უკრაინა-რუსეთის ახალი ომი გარდაუვალი ხდება
თარიღი:  2187
ბოლო 24 საათში უკრაინის მიმართულებით გრძელდებოდა ესკალაცია:
- მიმდინარეობდა ბრძოლები დონბასში მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ;
- რუსეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით, რათა საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთის გარდა სამხრეთიდანაც შეუტიოს უკრაინას;
- გაიმართა სატელეფონო საუბარი უკრაინისა და აშშ-ს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის. ამერიკულმა მხარემ გამოთქვა უკრაინის მხარდაჭერის მზადყოფნა (თუმცა, არ დაკონკრეტებულა, გულისხმობს თუ არა ეს მხარდაჭერა სამხედრო სახის დახმარების აღმოჩენას);
- დონბასელმა სეპარატისტებმა გამაოცხადეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაცია;
- პარალელურად, კრემლმა უკრაინული მხარე დონბასში პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა;
- კიევმა ნატოს უკრაინის საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება შესთავაზა (ნატოს პასუხი ჯერჯერობით უცნობია);
- დღეს გაიმართება უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი;
- თურქეთი განაგრძობდა უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინისთვის მიწოდებას.
ანკარა კიევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს. ზოგადად, რადგან ორივე მხრიდან ამხელა სამხედრო ძალაა ერთ ადგილას თავმოყრილი, მათი დიდხანს ერთ ადგილზე დაკავება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ კვანძის გახსნას.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის