USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
უკრაინა ხუთ სახელმწიფოდ დაიშლება - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
дата:  1193

უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას ხუთ სახელმწიფოდ დაყოფა უწინასწარმეტყველა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არსებულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. 

სააკაშვილმა მიანიშნა იმაზე, რომ უკრაინის რეგიონულ ხელისუფლებებს თავისი არმია გააჩნიათ, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც, მისი თქმით, გარდაუვალია პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდის წარუმატებელი პოლიტიკის გამო.

სააკაშვილის თქმით, უკრაინას არ აქვს დრო, ეკონომიკური ვითარება შეცვალოს, ხოლო არსებული ვითარების შენარჩუნებისას ყველაფერი ფუჭი იქნება.

მან არ გამორიცხა, რომ ქვეყანას დიდი კრიზისი ემუქრება.

„ეს დიდი კრიზისი ქვეყნის ჩამონგრევაში გადაიზრდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати