უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას ხუთ სახელმწიფოდ დაყოფა უწინასწარმეტყველა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არსებულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
სააკაშვილმა მიანიშნა იმაზე, რომ უკრაინის რეგიონულ ხელისუფლებებს თავისი არმია გააჩნიათ, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც, მისი თქმით, გარდაუვალია პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდის წარუმატებელი პოლიტიკის გამო.
სააკაშვილის თქმით, უკრაინას არ აქვს დრო, ეკონომიკური ვითარება შეცვალოს, ხოლო არსებული ვითარების შენარჩუნებისას ყველაფერი ფუჭი იქნება.
მან არ გამორიცხა, რომ ქვეყანას დიდი კრიზისი ემუქრება.
„ეს დიდი კრიზისი ქვეყნის ჩამონგრევაში გადაიზრდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.