უეფამ პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედებებით გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.
უეფამ აგრეთვე სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)
მცველები: ნუნუ მენდეში (პსჟ), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), უსმან დემბელე (პსჟ)
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.