USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
თბილისი
უდიდესი წარმატება - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია !!!
თარიღი:  797

უეფამ პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. 

კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედებებით გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია. 

უეფამ აგრეთვე სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)

მცველები:  ნუნუ მენდეში (პსჟ), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), უსმან დემბელე (პსჟ)

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის