USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
თურქმენეთის პრეზიდენტმა კორონავირუსი აკრძალა
თარიღი:  29692

თურქმენეთის ხელისუფლებამ აკრძალა სიტყვაკორონავირუსი” - იუწყება საერთაშორისო ორგანიზაციარეპორტიორები საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციის განცხადებით სიტყვაკორონავირუსისგამოყენება ოფიციალურად აიკრძალა სახელისუფლებო მედიაში.

 

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაის განყოფილების ხელმძღვანელის ჟანა კაველეს განცხადებით ამ გადაწყვეტილებით თურქმენეთის ხელისუფლებამგაამართლა თავისი რეპუტაცია“.

მისივე თქმით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვა არამარტო საფრთხეს უქმნის თურქმენეთის მოქალაქეების ჯანმრთელობას, არამედ "აძლიერებს პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარიზმს.“

 

უფრო ადრერადიო თავისუფლებაიტყობინებოდა, რომ თურქმენეთში  მოქალაქეებს ეკრძალებათ კორონავირუსზე ლაპარაკი და ამის გამო ისინი შესაძლებელია დაპატიმრებული ყოფილიყვნენ პოლიციის მიერ..

 

თურქმენეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

მარტი დასაწყისში, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოქალაქეებს ურჩია, ვირუსისგან ხალხური საშუალებით - ჰარმალის მოწევითდაეცვათ თავი.

 

ჩვენი ბრძენი წინაპრები მტკიცედ იცავდნენ ტრადიციას: მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაჰარმალისბოლის ფრქვევით  ხდებოდა, მაგალითად ახალ სახლში საცხოვრებლად გადასვლა, ქორწინება. ასევე გამოიყენებოდაჰარმალისბოლი ინფექციური დაავადებების გავრცელების დროს- განაცხადა მან.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის