USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
თურქეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გაუსწრო, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა
дата:  680

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 129 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.5 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა დაინფიცირებულების საერთო რაოდენობით რუსეთს გაუსწრო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველ ხუთეულში.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати