USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
თურქეთის გააქტიურება აფხაზეთში არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ, მცირე ძალისხმევით გავლენა მოახდინონ პროცესებზე
Date:  965

რუსული მედია აფხაზეთში რუსეთის და თურქეთის ქმედებებს განიხილავს. უცვლელად მოგვყავს ერთ-ერთი პროსახელისუფლებო ტელეგრამ არხის მოსაზრება ამ თემაზე:

"რას აკეთებს რუსეთი აფხაზეთში? უზრუნველყოფს ეკონომიკას ტურისტებით, უხდის ხელფასებს ბიუჯეტარებს და სოციალურ დახმარებებს პენსიონერებს. აშენებს სკოლებს, საბავშვო ბაღებს. აღადგენს გზებს. ჩუქნის სასკოლო წიგნებს მოსწავლეებს.

რას აკეთებს თურქეთი აფხაზეთში? ხსნის სავაჭრო ობიექტებს. იძენს აფხაზურ ხის მასალას. იჭერს ხამსას. ხსნის თურქული ენის სასწავლო ცენტრებებს, ნადირობს ნიჭიერ ახალგაზრდებზე, ასლამებს მათ და უკან აბრუნებს.

ამასობაში ვინ არის "კოლონიზატორი"? თურქეთი? არა, რუსეთი. და ეს იმიტომ, რომ თურქები 20 მილიონი დოლარის ღირებულების "თურქეთის სახლის" გახსნის ნაცვლად, ხარჯავენ 100 ათას დოლარს რამდენიმე ათეული გავლენიანი ტელეგრამ-არხის მფლობელის მოსასყიდად.

შედეგად, თურქეთისადმი ცხელი სიყვარული ხდება მინი-სტრიმი, რომელიც პირდაპირ არაფრისგან შენდება. რუსეთისა და თურქეთის წვლილი აფხაზეთის განვითარებაში შეუდარებელია. ეს ყველა ისტორიულ პერიოდს ეხება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვაკეთებთ ფსონს ადამიანებზე და არა სისტემებზე. დღეს ბევრი ჩვენი ფუნქციონერს გულწრფელად სჯერა, რომ ბადრა გუნბას გაპრეზიდენტებით რუსეთთან ყველა პრობლემა გადაწყდება. მაგრამ ეს ილუზიაა.

ჩვენი ურთიერთობების პრობლემები არ დასრულდება მაშინაც კი, როცა აფხაზეთის პრეზიდენტი საერთოდ რუსი ჩინოვნიკი-ტექნოკრატი გახდება. პრობლემა არ არის იმაში, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, არამედ იმაში, ექნება თუ არა მას ის ინსტრუმენტები, რომლებიც საზოგადოებრივი აღქმის შეცვლას შეძლებენ რუსეთისადმი მოკავშირეობასთან დაკავშირებით.

სანამ ასეთი ადამიანები და სისტემები არ იარსებებს, ყოველ ჯერზე ვიხილავთ ახალ "აფხაზურ მაიდანს" და ერთნაირი ადამიანების გაუთავებელ წრებრუნვას."

წყარო:https://t.me/

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way