USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი - არავინ აპირებს რიონის წყლის მოპარვას და თურქეთში წაღებას
თარიღი:  905

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანი „ნამახვანჰესის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „აშკარაა, არსებობდა ჩავარდნა კომუნიკაციაში“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც პროექტის გამჭვირვალობას ეხება, მისასალმებელია.

„ეს პროექტი შენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ. ამგვარად, ყველა პროცესი, რომელიც ეხება ტენდერს, შეთანხმებას სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ ასეცაა. მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ნდობის ასამაღლებლად მიღებული ზომები, რომელიც უწყობს ხელს დიალოგს მათთან, ვინც ზოგადად ჰესების აშენების წინააღმდეგია, განსაკუთრებით ნამახვანში. რა თქმა უნდა, არსებობს კონტრაქტი და მასთან ერთად პასუხისმგებლობა. ENKA-ს, მთავრობასა და ადამიანებს, რომლებიც პროექტს აპროტესტებენ, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი. ამავდროულად, სასიამოვნოა, რომ კონკრეტული დეზინფორმაცია, გამიზნული პროპაგანდა და ჭორები, ჩემი ქვეყნის, თურქეთის შესახებ, რომელიც პროტესტის მონაწილეების აღელვებას ემსახურება, ნელნელა ქრება. მე მივესალმები, განხილვას და დებატებს ამ პროექტის და საქართველოს ენერგო სტრატეგიის გარშემო, რომელიც მეცნიერებასა და მონაწილეობრივ დემოკრატიას ეფუძნება. აშკარაა, არსებობდა ჩავარდნა კომუნიკაციაში. ასევე მესმის, რომ საქართველოში იყო მღელვარება პოსტ-საარჩევნო გარემოში. სამწუხაროდ, ვფიქრობ, გარკვეული ინფორმაცია და კომუნიკაციის საჭიროება თარგმანში დაიკარგა“,- აცხადებს ელჩი.

 მისივე თქმით, უწევს თურქი ინვესტორები დაარწმუნოს, რომ საქართველოში მეგობრული გარემოა.

 „ინვესტორები უკვე მისვამენ კითხვებს. მე ვარწმუნებ თურქ ინვესტორებს, რომ მიუხედავად დეზინფორმაციისა და პროპაგანდისა, რომელიც ძირითადად საქართველოს გარედან მომდინარეობს, აქ ძალიან მეგობრული გარემოა თურქული ბიზნესების მიმართ. პასუხისმგებლიანი, ტრანსფარენტული ბიზნესების მიმართ, რომელიც აქ ორმხრივი მომგებიანობისთვის ჩამოდიან. გულწრფელად რომ გითხრათ, მიწევს ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ და აქ ჩამოსვლას აგრძელებდნენ და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება, თუმცა ამას სჭირდება მუდმივი ძალისხმევა.

 Facebook-ის გვერდების ნახვის შემდეგ, რომლებიც გიჟურ იდეებზე ლაპარაკობენ და გიჟურ სპეკულაციებს ავრცელებენ, მიწევს იმის თქმა, რომ - არა, არავინ აპირებს რიონის წყლის მოპარვას და თურქეთში წაღებას. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე ეკუთვნის საქართველოს. თურქული კომპანიები ინვესტიციებს დებენ ბალკანეთის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში. ისინი ინტერესს შეინარჩუნებენ და მე ამის ადვოკატი ვარ. მე ასევე მინდა მოვუწოდო ქართველ ინვესტორებს დაინტერესდნენ თურქეთითაც. ეს არის განვითარების გზა“,- აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

 ცნობისთვის, ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში და მისი საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარამდეა. პროექტს თურქული კომპანია ENKA ახორციელებს. ჰესის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით კომპანია ENKA-სთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთან, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.