USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
თურქეთ-ევროკავშირის საზღვარი ასობით ლტოლვილმა გადალახა
თარიღი:  1342

ასობით მიგრანტი, რომელთა უმეტესობაც სირიიდან არიან, თურქეთისა და ევროკავშირის საზღვართან იმყოფება. მიგრანტების უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

Euronews-ის ინფორმაციით, მიგრანტებს გადაწყვეტილი აქვთ თურქეთი დატოვონ და ევროკავშირის ქვეყნებში- საბერძნეთსა და ბულგარეთში შეაღწიონ.

არსებული საფრთხის გამო საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები, ეროვნული არმია და პოლიცია ქვეყნის საზღვრის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს. დღესდღეობით თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის