USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ტურიზმის სექტორის მოთხოვნა და ნათია თურნავას პასუხი
Date:  1150

გუშინ საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა პირებმა უსაფრთხო ქვეყნებთან საზღვრების გახსნისა და ფრენების დაწყების მოთხოვნით აქცია -მსვლელობა გამართეს, ბოლოს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოთხოვნები გააჟღერეს. აქციის მონაწილეები  რეგულარული ფრენების აღდგენასა და ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.

დღეს ტურისტულ ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„ყველა ძალიან კარგად ვხედავთ და ვიზიარებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია მეტად დაზარალდა. სწორედ ამიტომაც, ყველა ჩვენი გადაწყვეტილების და პროგრამის სათავეში, მოტივაციაში დევს ტურიზმის დახმარება. ეს ის დარგი იყო, რომელსაც ერთ-ერთ პირველს დავეხმარეთ და ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომშიც, იმიტომ რომ ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ყველანი ვთანხმებით იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს ძალიან მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს. ამას სხვათაშორის ტურისტული ინდუსტურია საკმაოდ საღად აფასებს, ხედავს, ნამდვილად არ უნდა რომ ამ რისკში შევიდეთ ჩვენგან გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო. ძალიან ბევრი სიკეთე და ახალი გადაწყვეტილება წარვუდგინეთ ტურისტულ სექტორს. მაგალითად ის, რომ ჩვენ გავხსენით ბიზნეს ვიზიტორებისთვის ჩვენი ბაზარი, მიუხედავად იმისა , თუ საიდან მოდიან ბიზნეს ვიზიტორები. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მხოლოდ ბიზნეს მიზანი, ისინი ტურისტულადაც იმოგზაურებენ,“ - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველო კოვიდვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნადაა გამოცხადებული. ქვეყანამ ტურისტების მიღება რამდენიმე თვეა შეწყვიტა და ტურისტებისთვის ახლა იხსნება. საქართველო 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უპირობოდ უხსნის საზღვრებს. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კი ქვეყანაში მოსახვედრად 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ საკუთარი ხარჯებით.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way