USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
дата:  453

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და შესაბამისად, გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, იანვარ-მარტში საქართველომ ტურიზმიდან 0,5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზრდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან - ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 140.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 17%-იანი წილით პირველ ადგილზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

თურქეთიდან შემოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი I კვარტალში 120.1 მლნ. აშშ დოლარამდე, 12.2%-ით არის  გაზრდილი, უკრაინიდან - 34.2%-ით, საუდის არაბეთიდან 47.6%-ით.

2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати