2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და შესაბამისად, გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, იანვარ-მარტში საქართველომ ტურიზმიდან 0,5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზრდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან - ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 140.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 17%-იანი წილით პირველ ადგილზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
თურქეთიდან შემოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი I კვარტალში 120.1 მლნ. აშშ დოლარამდე, 12.2%-ით არის გაზრდილი, უკრაინიდან - 34.2%-ით, საუდის არაბეთიდან 47.6%-ით.
2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.