USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
წულუკიანი - ამ კანონის მიღება არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საუკეთესო შედეგი
Date:  798

ე.წ. "რუსული კანონის" მიღება "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მიღწევაა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედისთვის" სპეციალურად მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ კანონი გააძლიერებს "ქართულ ოცნებას" და დაასუსტებს ოპოზიციას.

"სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების გზაზე, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ეს მოახერხა და შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყნის გაძლიერებას და პოლიტიკურად ქართული ოცნების გაძლიერებას და ექსტრემისტული ოპოზიციის ბოლომდე რღვევას. ეკლიანია გზა, სუვერენიტეტისკენ მიმავალი, როცა ცხოვრობ დერეფანში და როცა ბევრი დიდი საშუალო თუ მცირე ქვეყნის ინტერესი არსებობს შენს მიმართ, რომ დასუსტდე", - თქვა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, პროცესის გაჭიანურებისთვის, რათა არ დაწყნარდეს არც ქუჩა და არც ქვეყანა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way