USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული, ჟურნალ Time-ს მიხედვით
Date:  700

ჟურნალ Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა. გამოცემამ სიაში მოხვედრილი პირები 6 კატეგორიად დაყო: ტიტანებინოვატორებიხელოვნების მოღვაწეებილიდერებიპიონერები და კერპები.

„პიონერთა“ კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ბილი აილიში დასახელდა. აღნიშნულ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი ბენ კრამპი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სუნისა ლი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი.

„ტიტანების“ კატეგორიაში გამოცემამ ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მსოფლიოს 19-გზის და 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონა ბაილზი გამოყო. მასთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი და სამხრეთკორეელი მსახიობი იუნ იო ჯონი მოხვდნენ.

„კერპების“ კატეგორიაში ჟურნალ Time-მა პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი საქველმოქმედო საქმიანობის გამო გამოყო. გარდა ამისა, აღნიშნულ კატეგორიაში ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მომღერალი ბრიტნი სპირსი მოხვდნენ.

„ნოვატორების“ კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი დასახელდა. აღნინულ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ ილონ მასკი, ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონ ნკენგასონგი და კრიპტოვალუტა Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი.

„ლიდერების“ კატეგორიაში მოხვდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი და ა.შ.

„ხელოვნების მოღვაწეების“ კატეგორიაში ჟურნალ Time-მა გამოყო მსახიობი კეიტ უინსლეტი, რეჟისორი ქლოა ჩჟაო, მწერალი ნორა ჯემისინი, რეპერი Lil Nas X-ი და ა.შ.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way