USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ტრანსნაციონალური ფინანსური ფონდი Black Rock-ი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და კორონავირუსის ანატომია
дата:  1917

მსოფლიოში კორონავირუსისა და კორონავირუსის შესახებ პანიკის ზონის ზრდასთან ერთად,  სხვადასხვა შეთქმულების თეორია და ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ნაკადი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფოდემიად შეაფასა. დღეს მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ვირუსის და მისი დამარცხების გზების შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებს ებრძვის.

თუმცა გამოჩნდა ვაქცინის ბრიტანულ-ნორვეგიული კვლევა, რომლის ავტორთა მტკიცებით, ახალი კორონავირუსის წვეტი ცილები შეიცავს მიმდევრობებს, რომლებიც იქ ხელოვნურად ჩაშენებულს ჰგავს.

ასევე სერ რიჩარდ დიარლავი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს (MI6) 1999-2004 წლებში ხელმძღვანელობდა, Daily Telegraph-თან საუბრისას აცხადებდა, რომ სორენსენისა და დალალიეშის კვლევის მიხედვით, პანდემია შეიძლება, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში იღებს სათავეს. მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსი იქიდან განზრახ გამოეშვათ, თუმცა, ის შემთხვევით გაიპარა და ჩინეთი ამის დამალვას აშკარად ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიცენტრი აშშ გახდა, ტრაპმის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აძლიერებდნენ ჭორებს, რომ ვირუსი უხანში, ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში შეიქმნა. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებმა ვირუსის ადრეულ შემთხვევათა კვალს უხანის ცხოველების ბაზრობაზე მიაგნეს.

სორენსენის და დალალიეშის კვლევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამეცნიერო კონსენსუსს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემია სათავეს უხანში იღებს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი.

სორენსენისა და დალალიეშის განცხადებით, აღმოჩენის შემდეგ ვირუსმა ძალიან მცირე მუტაცია განიცადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის უკვე სრულად იყო ადამიანებზე მორგებული. თუმცა, არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებშიც საუბარია SARS-CoV-2-ის შტამების ევოლუციასა და მუტაციაზე.

ახალი კორონავირუსის ხელოვნურობის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს უარყოფენ სამეცნიერო საზოგადოების სხვა წამყვანი წევრები და პანდემიასთან მებრძოლებიც. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ასეთ ჭორებს სამეცნიერო მტკიცებულება არ გააჩნია; მსგავს ჭორებს უარყოფენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის წამყვანი მკვლევრებიც.

მეცნიერული კვლევების და მოსაზრებების პარალელურად, ჩნდება ინფორმაციები სხვადასხვა ტრანსნაციონალური ფინანსური ფონდების და კომპანიების შესაძლო მონაწილეობის შესახებ კორონავირუსის გავრცელების და მისი მართვის პროცესებში.

გავრცელებული ინფორმაციების სანდოობის და ობიექტურობის ხარისხი ხშირ შემთხვევაში ეჭვს იწვევს, თუმცა მათაც აქვთ არსებობის უფლება.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ვუჰანის ჩინეთის ბიოლოგიური ლაბორატორია კომპანია Glaxo-ს საკუთრებაა, რომელიც არის კომპანია Pfizer- ის მფლობელი (კომპანია რომელიც ვაქცინას ამზადებს), რომელიც თავის მხრივ იმართება  ფინანსური ფონდი Black Rock-ის მიერ.

ამ უკანასკნელის ფინანსურ ოპერაციებთან კი კავშირი აქვს საქვეყნოდ ცნობილ ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ს. სქემაში ჩართულია ფრანგული ფრანგულ AXA- ც, რომელიც ასევე სოროსის ფონდთან ასოცირდება, ხოლო ეს უკანასკნელი ყველაფერთან ერთად ფლობს გერმანულ კომპანია Wintertor-ს.

სწორედ ამ გერმანული კომპანიის აშენებულია უჰანის ლაბორატორია ჩინეთში, რომელიც იყიდა გერმანულმა ალიანსმა, რომლის აქციონერიც არის Vanguard-ი. Vanguard-ი კი თავის მხრივ წარმოადგენს Black Rock-ის აქციონერს.

Black Rock-ი არის ტრანსნაციონალური საინვესტიციო კომპანია, რომლის მმართველობის ქვეშ არსებული აქტივები 7,4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი მმართველია ლორენს ფინკი, მეტსახელად big swinging dick და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განვითარებულ მოვლენებზე.

2009 წელს აშშ-ს მთავრობამ, სწორედ Black Rock-ი დაიქირავა მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

Black Rock-ი ფლობს უნიკალურ ტექნოლოგიურ სისტემას Aladdin-ს რომელიც შექმნილია მოვლენების და ფინანსური პროცესების პროგნოზირებისათვის და რომლის ერთ-ერთ ამოცანად მოიაზრებოდა, ისეთ არაპროგნიზირებადი მოვლენის ანალიზი და შეფასება, როგორადაც ჯერ კიდევ 2011  წელს ითვლებოდა, დონალდ ტარმპის სავარაუდო გაპრეზიდენტება.

აღსანიშნავია, რომ Black Rock-ის 13 ათასი თანამშრომელიდან 2300 სწორედ Aladdin-ს სისტემის გამართულ ფუნქციონერებას ემსახურება.

Black Rock-ი არის ისეთი ფინანსური, ფარმაცევტული და ტექნოლოგიური ტრანსნაციონალური კომპანიების ერთ-ერთი მთავარი აქციონერი და ინვესტორი, როგორებიცაა Kinder Morgan, Inc ,, Marathon Petroleum Corporation (MPC), CVS Health Corporation (CVS), AT&T Inc. (T), Apple, MICROSOFT, google და სხვა

ფინანსური სამყაროს კულუარებში BlackRock- ს უწოდებენ "ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს ფინანსურ სისტემაში", ის მოიხსენება "მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კომპანიად" და "საიდუმლო ძალად". ეს არის მსოფლიოში უდიდესი "ჩრდილოვანი ბანკი", 7 ტრილიონ დოლარზე მეტი კაპიტალით და კიდევ 20 ტრილიონი დოლარის მართვა ხდება მისი რისკების მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის Aladdin-ს საშუალებით.

და ბოლოს MICROSOFT- ი და PFIZER- ი , რომელთა მთავარი აქციონერი და ინვესტორიც გახლავთ Black Rock-ი, არიან იმ ორგანიზაციის ძირითადი სპონსორები, რომელსაც დღეს მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების მართვა აბარია და რომლის ეფექტურობაც ბევრჯერ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამ ორგანიზაციის სახელია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

 

 

спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати