აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტესლას“ მოდელის ავტომობილი შეიძინა და ამით კომპანია SpaceX-ისა და „ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ბოლო პერიოდში, ილონ მასკის ქონების შეფასებამ $150 მილიარდით იკლო, რაც, დიდწილად, მილიარდერის პოლიტიკურ კარიერას უკავშირდება. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს გადამრჩენელად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოევლინა, რომელმაც Tesla Model S Plaid-ი იყიდა და მისი საჯარო პრეზენტაცია თეთრი სახლის ეზოში გამართა.
დონალდ ტრამპმა TESLA-ს წინააღმდეგ დაწყებული ნეგატიური კამპანია დაგმო და ბოიკოტს უსამართლო უწოდა. პრეზიდენტმა TESLA-ს დიდებული ამერიკული კომპანია უწოდა, ხოლო ადამიანებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან — ნაგავი. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ადამიანებს დააკავებს, ისინი ჯოჯოხეთს გამოივლიან. პარალელურად, დონალდ ტრამპმა ილონ მასკიც შეაქო და ჭეშმარიტი პატრიოტი უწოდა.
თეთრი სახლის წინ Tesla-ს ხუთი ავტომობილი განთავსდა, ხოლო დონალდ ტრამპთან და ილონ მასკთან ერთად სანახაობას მილიარდერის შვილი დაესწრო. დონალდ ტრამპმა ამერიკული წარმოების ელექტრომობილების მისამართით ქება არ დაიშურა და პირობა დადო, რომ შვილიშვილს Tesla Cybertruck-ს უყიდის. თავისთვის კი, როგორც გითხარით, პრეზიდენტმა $90,000-იანი Tesla Model S Plaid-ი, რომელიც წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი.
თეთრი სახლის ტერიტორიაზე გამართულ ამ საინტერესო სანახაობას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ. ბოლო სავაჭრო სესიაზე TESLA-ს აქციები 3.8%-ით გაძვირდა, ხოლო დღეს, ვაჭრობის გახსნამდე აქციებმა დამატებით 3%-იანი ზრდა დააფიქსირა. ბოლოდროინდელი მოკლევადიანი ზრდის მიუხედავად, TESLA მაინც მკვეთრადაა გაუფასურებული.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.