USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ტრამპმა, ტელეფონზე საუბრისას, ანგელა მერკელს სულელი უწოდა და პირდაპირ განუცხადა, რომ რუსებს ის ჯიბეში უზით
дата:  1870

CNN: ტრამპი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს სატელეფონო საუბრების დროს ხშირად ლანძღავდა

სკანდალურ სტატიის ავტორი, რომელსაც CNN აქვეყნებს, ჟურნალისტი კარლ ბერნშტეინია, რომელიც 1972 წელს „უოტერგეიტის სკანდალს“ აქტიურად აშუქებდა. სწორედ ამ სკანდალის გამო გახდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იძულებული, პოსტი დაეტოვებინა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კოლეგებთან საუბრის დროს,  დონალდ ტრამპი ხშირად მომზადებული არ იყო და წყობიდან გამოსული მათ ლანძღავდა, განსაკუთრებული აგრესიულობით კი ქალების მიმართ გამოირჩეოდა. მაგალითისთვის, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ტერეზა მეის მან „სუსტი და გაუბედავი“, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს კი „სულელი“ უწოდა.

„ზოგიერთი რამ, რაც მან ანგელა მერკელს უთხრა, გაოცებას იწვევს. მაგალითად, ტრამპმა გერმანიის კანცლერს სულელი უწოდა და პირდაპირ განუცხადა, რომ რუსებს ის ჯიბეში უზით“, - ნათქვამია სტატიაში.

CNN-ის წყაროები იმაზეც საუბრობენ, რომ ტრამპი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის მიმართაც, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კი სატელეფონო საუბრებისას მუდმივად თავისი მიღწევებითა და გენიალურობით ეტრაბახებოდა. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, მათთან საუბრისას ტრამპი განუწყვეტლად საუბრობდა მისი წინამორბედების, ბარაქ ობამასა და უმცროსი ბუშის წარუმატებლობებზე.

წყარო:https://edition.cnn.com/

 

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати