სკანდალურ სტატიის ავტორი, რომელსაც CNN აქვეყნებს, ჟურნალისტი კარლ ბერნშტეინია, რომელიც 1972 წელს „უოტერგეიტის სკანდალს“ აქტიურად აშუქებდა. სწორედ ამ სკანდალის გამო გახდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იძულებული, პოსტი დაეტოვებინა.
სტატიაში ნათქვამია, რომ კოლეგებთან საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ხშირად მომზადებული არ იყო და წყობიდან გამოსული მათ ლანძღავდა, განსაკუთრებული აგრესიულობით კი ქალების მიმართ გამოირჩეოდა. მაგალითისთვის, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ტერეზა მეის მან „სუსტი და გაუბედავი“, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს კი „სულელი“ უწოდა.
„ზოგიერთი რამ, რაც მან ანგელა მერკელს უთხრა, გაოცებას იწვევს. მაგალითად, ტრამპმა გერმანიის კანცლერს სულელი უწოდა და პირდაპირ განუცხადა, რომ რუსებს ის ჯიბეში უზით“, - ნათქვამია სტატიაში.
CNN-ის წყაროები იმაზეც საუბრობენ, რომ ტრამპი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის მიმართაც, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კი სატელეფონო საუბრებისას მუდმივად თავისი მიღწევებითა და გენიალურობით ეტრაბახებოდა. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, მათთან საუბრისას ტრამპი განუწყვეტლად საუბრობდა მისი წინამორბედების, ბარაქ ობამასა და უმცროსი ბუშის წარუმატებლობებზე.
წყარო:https://edition.cnn.com/
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.