USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი
თარიღი:  399

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვები შეიქმნება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ფონდის შევსება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში ან სამოქალაქო დავების განხილვის შედეგად ამოღებული ბიტკოინების ხარჯზე მოხდება.

როგორც შემდეგ თეთრი სახლის მრჩეველმა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის საკითხებში, დევიდ საქსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, დღესდღეობით აშშ-ის მთავრობა დაახლოებით 200 ათას ბიტკოინს ფლობს, თუმცა კრიპტოვალუტის რეალური აუდიტი არ ჩატარებულა.

მისი ინფორმაციით, ხაზინისა და ვაჭრობის მდივნებს დაევალათ შეიმუშაონ ბიტკოინების დამატებითი მოცულობის შესყიდვის სტრატეგია. საქსის თქმით, მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ბიტკოინების შეძენა არ უნდა აისახოს გადასახადების გადამხდელთა ხარჯებზე.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის