აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
მისი განცხადებით, მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინს უნდა, ომში ხალხი აღარ იღუპებოდეს და ეს მას ადარდებს.
"[ბაიდენისგან განსხვავებით] მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან", - ამბობს ტრამპი.
მისივე თქმით, ომის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.
"იმედი მაქვს, რომ ეს [გეგმა] სწრაფია. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.